გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე მოვლენებს და შეგახსენოთ, რომ მთავრობა დიდი ხანია ჩვენი ჩაგვრების სათავე და გამომწვევი მიზეზია.
ჩვენი საერთო და Რეალური გაჭირვებები უგულებელყოფილი და უარყოფილია. დამოუკიდებლობიდან დღემდე მთავრობა სტრუქტურულად, სისტემურად ძალადობს ჩვენზე.
წლებია ვხედავთ, რომ ეს სტრუქტურა ჩვენი, ყველას ინსტრუმენტალიზაციას, დანაწევრებას და ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს.
დღეს, ეს უფრო და უფრო პირდაპირ, ძალადობრივ ხასიათს იძენს. ამიტომ, ჩვენი ინდივიდუალური თუ კოლექტოური პასუხისმგებლობაა გავაპროტესტოთ, დავსვათ კითხვები და მოვთხოვოთ სახელმწიფოს პასუხი თითოეული ჩვენგანის გასაჭირზე.