search close
picture განცხადება

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13 დეკემბერი 2024

როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე, სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა, შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე.

მივმართავთ ყოველ მსხვერპლს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და თქვენი ვინაობა კონფიდენციალურად დამუშავდება, თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით.

თუ თქვენ განიცადეთ ან გახდით მოწმე ადამიანის უფლებათა დარღვევის, გთხოვთ, შეავსოთ ეს ფორმა: https://forms.office.com/e/1dM2ecY2vL ან მოგვწეროთ მეილზე: Evidence@gyla.ge.

ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას.

ეს მტკიცებულებები დაზარალებულთა ინფორმირებული თანხმობით, გამოყენებული იქნება დარღვევების მასშტაბის შესასწავლად პოტენციურად საქმეების მოსამზადებლად. 

§  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

§  გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში;

§  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვისთვის. 


არა ტერორს!

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სამოქალაქო იდეა (Civic Idea)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRD)

უფლებები საქართველო (RG)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)