search close
picture განცხადება

საქართველოში ლგბტი საკითხებზე საქმეებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისადმი წარდგენილი 2025 ანგარიში მძიმე სისტემურ პრობლემებზე საუბრობს

15 იანვარი 2025

WISG-მა დ პარტნიორმა ორგანიზაციებმა - EHRAC-მა, საიამ, ILGA-Europe- და TGEU-მ 2025 წლის 14 იანვარს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს კიდევ ერთი ანგარიში წარუდგინეს. ანგარიში ეხება იდენტობას ჯგუფის საქმეებზე ევროპული სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროგრესს, კონკრეტულად კი Aghdgomelashvili and Japaridze v. Georgia-ს (აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგდა Women's Initiatives Supporting Group and Others v. Georgia-ს (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგსაქმეებზე.

დოკუმენტი წარმოაჩენს მძიმე სისტემურ პრობლემებს, რომლებიც მოიცავს არაეფექტურ გამოძიებებს, ახლადმიღებულ ანტი-ლგბტ კანონ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზებს და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. განსაკუთრებით საყურადღებოა 2024 წლის დეკემბერში ძალაში შესული "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი, რომელიც პირდაპირ კრძალავს ლგბტი თემატიკასთან დაკავშირებულ საჯარო შეკრებებს და პენილაზიას აწესებს.

ორგანიზაციები მოუწოდებენ მინისტრთა კომიტეტს, მოითხოვოს საქართველოს მთავრობისგან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტური გამოძიებების ჩატარება, ანტი-ლგბტ კანონმდებლობის გაუქმება და ლგბტი პირთა დაცვა საჯარო ღონისძიებებზე. დოკუმენტი ასევე მიუთითებს საჭიროებაზე, რომ კომიტეტმა განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ დარღვევის პროცედურის დაწყების საკითხი და სისტემური ხარვეზები აღიაროს ადმინისტრაციულ პრაქტიკად, რაც მოითხოვს უფრო სერიოზულ რეაგირებას.

ანგარიში ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე