search close
picture განცხადება

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14 ოქტომბერი 2025

ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის — მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.

ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს — ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენს, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცვას ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლებს  გარემოს დასაცავად და ა.შ.

ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ — დაგაპატიმრებ.

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში.


პრევენცია პროგრესისთვის (PFP)

საქართველოს ევროპული ორბიტა ( Georgia's European Orbit )

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის Civic Movement for Freedom 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო TI

სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი / Civil Solidarity Fund

Partnership for Human Rights. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი /  Democratic development union of Georgia

საქართველოს მომავლის აკადემია (Georgia’s Future Academy) 

მედიის განვითარების ფონდი (MDF)                                            

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)    

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)    

უფლებები საქართველო  /    Rights Georgia

ყვარლის ევროკლუბის /    EuroClub Kvareli 

დემოკრატიის მცველები / Democracy Defenders

Მწვანე ალტერნატივა       

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)       

თბილისი პრაიდი/Tbilisi Pride 

საფარი / Sapari

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების  კვლევის ფონდი

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ( IDFI)