WIS-ის მულტიმედია პლატფორმას WISG STORYTELLER ახალი პროექტი "შორი გზა შინისკენ" დაემატა.
ხუთი ავტორის ნამუშევარი, რომელიც ამ პროექტის გარშემო შემოიკრიბა, ქვიარ ემიგრაციას ეხება, სახელოვნებო ნამუშევრების გარდა, ასევე ნახავთ 2024 წლის კვლევას "სხვადყოფნა და დაპირებული თავისუფლების ფასი", რომელიც მიმღებ ქვეყანაში ადაპტაციის სირთულეებს, სახლის განცდის დაკარგვას თუ პოვნას ეხება. ვყვებით იმაზეც, თუ როგორია ყოფნა საქართველოში, მაშინ, როცა ბევრი უკვე წავიდა, ბევრი ახლა მიდის ან ახლო მომავალში წავა.
ავტორების სათქმელი არ ცდილობს წასვლის ან დარჩენის რომანტიზებას, უფრო მეტად გვაინტერესებს ჩვენი შემაკავშირებელი ქსოვილი, საერთო სირთულეები, წყენა და სიხარული, რომელიც ხშირად რუკაზე დაშორებული წერტილების მიუხედავად ძალიან გვაახლოვებს ერთმანეთთან.
მულტიმედია პროექტის პრეზენტაცია ფემინისტური ფილმების ფესტივალზე "როზადან სიმონამდე" შედგა. რომლის 2026 წლის კონცეფცია მიგრაციას ეხებოდა.
პროექტი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე და მისი ნახვა აქ შეგიძლიათ.