search close
picture განცხადება

2013 წლის 17 მაისის საქმეში ბრალდებულ პირთა განაჩენი

13 ნოემბერი 2015

23 ოქტომბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის საფუძველზე ბრალდებულ პირთა განაჩენი გამოაცხადა: სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ირაკლი ბასილაია (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე); ტიტალ დავრიშიანი, ბექა სალუქვაძე და გიორგი ბასიაშვილი. ბრალდებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 5-დან 4 დაზარალებული WISG-ის ადვოკატის, ციალა რატიანის, დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ განაჩენის ელეტრონულ ვერსიას: