search close
picture განცხადება

fiveFilms4freedom – სიყვარული არის ადამიანის უფლება

3 დეკემბერი 2015

მსოფლიოს პირველი გლობალური ონლაინ LGBT კინო ფესტივალი პირველად 2015 წელს ჩატარდა. მაშინ BFI’s Flare Festival-ისხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ყველგან და ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან ნახეს ფილმები და შემოგვიერთდნენ იმის სათქმელად, რომ სიყვარული არის ადამინის უფლება. მილიონობით ადამიანმა 134 ქვეყნიდან გამოთქვა საკუთარი აზრი სოციალურ მედიაში #FiveFilms4Freedom ჰაშთაგის გამოყენებით

ამჟამად ვეძებთ ხუთ მოკლემეტრჟიან ფილმს 2016 წლის fiveFilms4freedom ფესტივალისთვის. თუ გსურთ კონკურსში მონაწილეობა თქვენი მოკლემეტრაჟიანი ფილმით, გთხოვთ, გამოგზავნოთ აპლიკაცია BFI Flare-ში 2016 წლის თებერვლამდე. ონლაინ აპლიკაციის შევსება შესაძლებელია აქ. აპლიკაციის შევსებამდე აუცილებლად გაეცანით აპლიკაციის გაგზავნის წესებს, რათა დარწმუნდეთ, რომ შეგიძლიათ ყველა მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება. 2016 წლის BFI Flare-ის შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.