search close
picture განცხადება

შსს-მ პოზიტიური ვალდებულება ვერ შეასრულა - სასამართლოს გადაწყვეტილება 2013 წლის 17 მაისის საქმეზე

11 დეკემბერი 2015

2015 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, თამარ ონიანმა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“, ეკა წერეთლის და სხვების სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ (არ დაკმაყოფილდა სარჩელის ის ნაწილი, სადაც მოსარჩელე ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფია"). სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის 17 მაისს ვერ შეძლო თავისი პოზიტიური ვალდებულების შესრულება, რათა მოსარჩელე ფიზიკურ პირებს მისცემოდათ საშუალება, აქცია გაემართათ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. მოსარჩელეების ინტერესებს წარმოადგენდნენ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა" და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები.