search close
picture განცხადება

შსს-ის ცნობით, ბიანკა შიგუროვა გაზით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს

4 თებერვალი 2016

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 4 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა გაზის გაჟონვის შედეგად, ინტოქსიკაციით გარდაიცვლილი იპოვეს.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროში დამატებით ინფორმაციას არ ახმაურებენ.