search close
picture განცხადება

სემინარი - ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალები საქართველოში

4 თებერვალი 2016

საქართველოს კანონმდებლობა ლგბტ პირების მიმართ განსაკუთრებით დისკრიმინაციული ან რეპრესიული არაა, თუმცა კანონმდებლობაშიც და განსაკუთრებით პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები, რომლებიც ლგბტ ადამიანებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს და ხშირად მათი დისკრიმინაციისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მიზეზი ხდება.

ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალები ლგბტ თემში განსაკუთრებულად მარგინალიზებულები არიან. ძალიან ცოტა ადამიანი თუ აცნობიერებს იმას, რომ ლბტ საკითხები ქალთა უფლებების განუყოფელი ნაწილია და ჰომოფობია და ტრანსფობია გენდერული იდენტობის საფუძველზე აღმოცენებული შეუმწყნარებლობის ფორმაა. სექსიზმისა და გენდერული ძალადობის მაღალი დონის გამო ლბტ ჯგუფი ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება.

სწორედ ამიტომ WISG (ქალთა ინციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით მართავს სემინარს ლბტ საკითხების აქტუალიზაციისა და ცნობიერების ამაღლებისთვის.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა იმას, თუ რა არის გენდერი, სექსუალობა, სექსუალური ორიენტაცია, რა კონტექსტში მოხდა ჰომოსექსუალობის დეპათოლოგიზაცია, რა სამეცნიერო საფუძველი ჰქონდა ამ დეპათოლოგიზაციას და როგორია საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა. ხოლო მეორენაწილში შევეხებით ჰომოფობიისა და ტრანსფობიის კულტურულ სარჩულს, და იმას, თუ რა არის ნორმა კულტურულ დისკურსში ზოგადად.

შეხვედრის ბოლოს გაიმართება „სტუდიომობილი- აქცენტი მოძრაობაზე“ მიერ გადაღებული ფილმის ’’ვაჩნაძის ქუჩა’’ ჩვენება, ფილმის შემდგომ გაიმართება დისკუსია, სადაც საშუალება მოგეცემათ გაესაუბროთ ფილმის რეჟისორ ლია ჯაყელს.

მისამართი: ზოვრეთის 38 – ჰაინრიხ ბიოლის ფონდი.

დრო: 12 თებერვალი 17:00 – 20:30

სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 35 წლამდე ადამიანებს. მსურველებს

გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი აპლიკაციის ფორმა, არაუგვიანეს 8 თებერვლის 16:00 საათისა!