search close
picture განცხადება

ლგბტ კინო ფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების გაგზავნის ვადა 19 თებერვალს იწურება

9 თებერვალი 2016

მსოფლიოს პირველ გლობალურ ონლაინ LGBT კინო ფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების გაგზავნა მსურველებს 2016 წლის 19 თებერვლამდე შეეძლებათ. BFI Flare და ბრიტანეთის საბჭო ამჟამად ხუთ მოკლემეტრჟიან ფილმს ეძებს 2016 წლის fiveFilms4freedom ფესტივალისთვის.

თუ გსურთ კონკურსში მონაწილეობა თქვენი მოკლემეტრაჟიანი ფილმით, გთხოვთ, გამოგზავნოთ აპლიკაცია BFI Flare-ში 2016 წლის თებერვლამდე. ონლაინ აპლიკაციის შევსება შესაძლებელია აქ. აპლიკაციის შევსებამდე აუცილებლად გაეცანით აპლიკაციის გაგზავნის წესებს, რათა დარწმუნდეთ, რომ შეგიძლიათ ყველა მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება. 2016 წლის BFI Flare-ის შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ლგბტ კინო ფესტივალი fiveFilms4freedom პირველად 2015 წელს ჩატარდა. მაშინ BFI’s Flare Festival-ის ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ყველგან და ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. მილიონობით ადამიანმა 134 ქვეყნიდან გამოთქვა საკუთარი აზრი სოციალურ მედიაში #FiveFilms4Freedom ჰაშთაგის გამოყენებით - ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან ნახეს ფილმები და შეუერთნენ ფესტივალს იმის სათქმელად, რომ სიყვარული არის ადამინის უფლება.