search close
picture განცხადება

“ვიზგი” სოლიდარობას უცხადებს გაფიცულ ტყიბულელ მეშახტეებს

25 თებერვალი 2016

“ვიზგი” სოლიდარობას უცხადებს გაფიცულ ტყიბულელ მეშახტეებს. არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება გაფიცულებისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტს კერძო კომპანიის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს ნებართვით არღვევს დასაქმებულთა შრომით უფლებებს და გაუსაძლის პირობებში ამუშავებს დასაქმებულებს.

ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ არამხოლოდ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშათა მოთხოვნების განხილვა, არამედ მიიღოს რეალური გადაწყვეტილება გაფიცულების სასარგებლოდ; უზრუნველყოს კერძო კომპანიის მიერ მშრომელთა სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილება; გადახედოს შრომის პოლიტიკას და თითოეული დასაქმებულისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნით უზრუნველყოს დასაქმებულთა ექსპლუატაციის აღმოფხვრა.

დღეს, ტყიბული სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ადგილია, რომელიც უნდა განივრცოს მთელი საზოგადოების ჩართულობით, გაფიცული მეშახტეებისთვის გვერდში დგომისა და სოლიდარობის გამოცხადების გზით!" -ნათქვამია "ვიზგის" (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის) განცხადებაში.