search close
picture განცხადება

სიყვარული არის ადამიანის უფლება - fiveFilms4freedom კინოფესტივალი დაიწო

17 მარტი 2016

fiveFilms4freedom – მსოფლიოს პირველი გლობალური ონლაინ ლგბტ კინოფესტივალი პირველად 2015 წელს ჩატარდა. მაშინ BFI’s Flare Festival-ის ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ყველგან და ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან ნახეს ფილმები და შემოგვიერთდნენ იმის სათქმელად, რომ სიყვარული არის ადამინის უფლება. მილიონობით ადამიანმა 134 ქვეყნიდან გამოთქვა საკუთარი აზრი სოციალურ მედიაში #FiveFilms4Freedom ჰაშთაგის გამოყენებით. წელს BFI’s Flare Festival-ის სრული პროგრამა მოიცავს 50 მხატვრულ ფილმს, ასევე რიგ ღონისძიებებს. ფესტივალი მიმდინარეობს 2016 წლის 16 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით.