search close
picture განცხადება

ვაკანსიები WISG-ში: სამართლებრივი პროექტის რეგიონული კოორდინატორებისთვის

10 მაისი 2016

WISG (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) NED-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ანტი-დისკრიმინაციული კანონით გათვალისწინებული ნორმების პრაქტიკაში დანერგვასა და ეფექტური განხორციელებას. პროექტი ითვალისწინებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოვლენას, შესწავლასა და კონკრეტულ საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას დაზარალებული თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერებისათვის. დასახული მიზნების მისაღწევად იგეგმება რეგიონული შეხვედრები, უშუალო კონტაქტი თემის წარმომადგენლებთან, თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ინსიტუტებთან და სახალხო დამცველის ოფისთან.

პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სამ რეგიონში იმერეთში, კახეთსა და აჭარაში. საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ WISG-ის საქმიანობას ამ მიმართულებით; საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სიძულვილის საფუძველზე ბოლო წლებში ჩადენილი დანაშაულების ანალიზს; ვიმსჯელებთ სახელმწიფო სტრუქტურებისა და სახალხო დამცველის პასუხისმგებლობასა და ფუქნციებზე სიძულვილით მოტოვირებული დანაშაულის პრევენციისა და დაძლევის საქმეში; ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება ასეთი ტიპის დანაშაულის დოკუმენტირების WISG-ის მიერ შემუშავებული ფორმა.

პროექტის ამ ეტაპზე შეირჩევა თითო რეგიონიდან თითო კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მთელი პროექტის ხანგრძლივობის მანძილზე.

რეგიონალური კოორდინატორის მოვალეობებში შედის:

 რეგიონში დაგეგმილი შეხვედრების მონაწილეთა მოძიება, სიის შედგენა და ორგანიზატორებისათვის მოწოდება (სულ

დაგეგმილია ორ შეხვედრის ჩატარება თითოეულ რეგიონში/ხანგრძლივობა - 3 სთ);

 დისკრიმინაციისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების მოძიება და მიღებული ინფორმაციის პროექტის იურისტებისათვის მოწოდება;

 საინფორმაციო შეხვედრების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;

 შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის თემში გავრცელება ;

 პროექტის ყველა ეტაპში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;

 პროექტის კოორდინატორთან და ორგანიზატორებთან ეფექტური ონლაინ / პირადი კომუნიკაცია;

 WISG-ის მიერ განხორციელებულ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა (შესაძლებლობის შემთხვევაში);

რეგიონალური კოორდინატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 დაინტერესებული იყოს ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციის ფორმების აღმოჩენისა და აღკვეთის საკითხებით;

 იყოს აღნიშნული რეგიონების (ქუთაისი, ბათუმი, თელავი) მაცხოვრებელი ან/და ჰქონდეს აქტიური შეხება ადგილობრივ მაცხოვრებლებთან.

 იყოს საზოგადოებრივად აქტიური;

 ჰქონდეს ადგილობრივი ან საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

 ჰქონდეს კონტაქტი ლგბტ თემის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ამ საკითხებზე მომუშავე პირებთან;

პროექტის რეგიონალური კოორდინატორები მიიღებენ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება 80 ა.შ.შ დოლარის ექვივალენტით ლარში. პროექტის ფარგლებში ასევე ანაზღაურდება ადგილობრივი

ტრანსპორტირების, კომუნიკაციისა და განთავსების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხარჯები.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: beriatata@gmail.com 2016 წლის 15 მაისამდე. წერილის დასახელებაში მიუთითეთ პოზიციის

დასახელება.