search close
picture განცხადება

WISG ორლანდოს გვერდით დგას

13 ივნისი 2016

დღეს, თბილისში, აშშ-ის საელჩოს შენობის წინ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადა ორლანდოში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულებს. აქციის მონაწილეებმა პატივი მივაგეთ 11 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას.

წარმოშობით ამერიკელი, 29 წლის ომარ მატეენი, გასულ ღამეს ქალაქ ორლანდოში მდებარე გეი კლუბში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით 50 ადამიანი მოკლა. მომხდარი ამერიკის ისტორიაში 11 სექტემბრის შემდეგ ყველაზე სისხლიან ტერაქტად შეფასდა.

11 ივნისს ორლანდოში გეიკლუბზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო დაიღუპა 50 ადამიანი და დაიჭრა – 53. დაღუპულთა სახსოვრად და მათი ოჯახებისა და ახობლებისთვის სოლიდარობის გამოცხადების ნიშნად, თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სიმბოლურად 50 სანთელი ენთო.

ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge