search close
picture განცხადება

ვაკანსია WISG-ში: სამართლებრივი პროექტის რეგიონული კოორდინატორისთვის (აჭარა)

5 ივლისი 2016

WISG (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) NED-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ანტი-დისკრიმინაციული კანონით გათვალისწინებული ნორმების პრაქტიკაში დანერგვასა და ეფექტური განხორციელებას.


პროექტი ითვალისწინებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოვლენას, შესწავლასა და კონკრეტულ საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას დაზარალებული თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერებისათვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში WISG ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას კოორდინატორის პოზიციაზე აჭარის რეგიონში.


რეგიონალური კოორდინატორის მოვალეობებში შედის:


• დისკრიმინაციისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების მოძიება და მიღებული ინფორმაციის პროექტის იურისტებისათვის მოწოდება;
• რეგიონში დაგეგმილი შეხვედრების მონაწილეთა მოძიება, სიის შედგენა და ორგანიზატორებისათვის მოწოდება;
• საინფორმაციო შეხვედრების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;
• შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის თემში გავრცელება;
• პროექტის ყველა ეტაპში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
• პროექტის კოორდინატორთან და ორგანიზატორებთან ეფექტური ონლაინ / პირადი კომუნიკაცია;
• WISG-ის მიერ განხორციელებულ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა (შესაძლებლობის შემთხვევაში).


რეგიონალური კოორდინატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


• დაინტერესებული იყოს ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციის ფორმების აღმოჩენისა და აღკვეთის საკითხებით;
• იყოს აჭარის რეგიონის მაცხოვრებელი ან/და ჰქონდეს აქტიური შეხება ადგილობრივ თემთან;
• იყოს საზოგადოებრივად აქტიური;
• ჰქონდეს ადგილობრივი ან საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
• ჰქონდეს კონტაქტი ლგბტ თემის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ამ საკითხებზე მომუშავე პირებთან;


აღნიშნული სამუშაო არ წარმოადგენს რეგულარულ საოფისე სამსახურს და შერჩეულ კანდიდატებს მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით მოუწევთ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, თემთან შეხვედრა, ანგარიშის წარმოდგენა და ა.შ. პროექტის რეგიონალური კოორდინატორები მიიღებენ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება 93 ა.შ.შ დოლარის ექვივალენტით ლარში. პროექტის ფარგლებში ასევე ანაზღაურდება ადგილობრივი ტრანსპორტირების, კომუნიკაციისა და განთავსების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხარჯები.


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე:beriatata@gmail.com 2016 წლის 15 ივლისამდე . წერილის დასახელებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.