search close
picture ანგარიში

სამართალწარმოების ანგარიში - ინტერსექციური დისკრიმინაცია და ლგბტი ადამიანები

4 ივლისი 2018

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდში წარმოებული სამართლებრივი და სოციალური საქმეების ანალიზს. 2017 წლის საქმეებთან ერთად, ანგარიშში შესულია WISG-ის მიერ 2016 წლის სამართალწარმოების ანგარიშში „არაღიარებული ძალადობა” თავმოყრილ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც, რადგან ხსენებულ ანგარიშში მითითებული საქმეების ნაწილის განხილვა გაგრძელდა და დასრულდა 2017 წელს.

დოკუმენტი მოიცავს იმ საქმეებსაც, რომლებზე რეაგირებაც არ მომხდარა, მაგრამ დოკუმენტირებულია ორგანიზაციის იურისტების მიერ. ანგარიშის მიზანია გამოკვეთოს ის ძირითადი პრობლემები, რაც ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაულების ან სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის საქმისწარმოების პროცესში იჩენს თავს.

ანგარიშის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს: სამართალწარმოების ანგარიში - ინტერსექციური დისკრიმინაცია და ლგბტი ადამიანები