წინამდებარე ანგარიში არის „კოალიცია თანასწორობისთვის“ საქმიანობის რიგით მეხუთე ანგარიში, რომელიც მოიცავს 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს. ანგარიშში ასახულია კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების მიერ ამ პერიოდში წარმოებული საქმეები, სახალხო დამცველის აპარატსა და საერთო სასამართლოებში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის საფუძველზე, აგრეთვე, 2019 წელს წარმოებული საქმეების საფუძველზე შედგენილი სტატისტიკა.
წინამდებარე ანგარიშის პირველ თავში საუბარია უშუალოდ იმ საქმეებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდში აწარმოეს კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა. საქმეები დაჯგუფებულია დისკრიმინაციისგან დაცული 8 საფუძვლის მიხედვით: 1. რასის, მოქალაქეობის, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია; 2. გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების გამო დისკრიმინაცია; 3. რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია; 4. სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება; 5. დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით; 6. დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით; 7. დისკრიმინაცია ასაკის ნიშნით და 8. ჯანმრთელობისა და დიაგნოზის ნიშნით დისკრიმინაცია. ეს უკანასკნელი სიახლეა და პირველად არის წარმოდგენილი წლიურ ანგარიშში. თითოეულ საქმესთან მიმართებით, მიმოხილულია საქმის მნიშვნელობა, მისი ფაქტობრივი გარემოებები, საქმის მიმდინარეობა და მისი სამართლებრივი შეფასება.
წაიკთხეთ ან გადმოწერეთ ანგარიში ბმულიდან: