წინამდებარე ანგარიში არის „კოალიცია თანასწორობისთვის“ საქმიანობის რიგით მეექვსე ანგარიში, რომელიც მოიცავს 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს.
ანგარიშში ასახულია კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების მიერ ამ პერიოდში წარმოებული საქმეები, სახალხო დამცველის აპარატსა და საერთო სასამართლოებში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის საფუძველზე, აგრეთვე, 2021 წელს წარმოებული საქმეების საფუძველზე შედგენილი სტატისტიკა.
ანგარიშზე მუშაობა მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის მიერ.