წინამდებარე ჩრდილოვანი ანგარიშის მიზანია კომიტეტის ყურადღება მიაპყროს საქართველოში ლბტი ქალთა უფლებების დარღვევებს, WISG-ის მიერ 2021 წლის ივნისში ჩრდილოვანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე განახლებულ ინფორმაციასა და მონაცემებზე დაყრდნობით. ეს ანგარიში წინა ვერსიას WISG-ის მიერ გამოცემული ორი ძირითადი კვლევის ანგარიშის მონაცემებით ავსებს: "COVID-19-ის გავლენა ლგბტ(ქ)ი თემზე" და "წინარწმენიდან თანასწორობამდე. Vol.2 | საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ(ქ)ი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ."
წინამდებარე ანგარიში WISG-ის მიერ 2021 წლის ივნისში წარდგენილი ანგარიშის შემადგენელი ნაწილია. კერძოდ, ის შეიცავს განახლებულ ინფორმაციას ლბტ ქალებზე ძალადობის, ტრანს პირებისთვის გენდერის სამართლებრივი აღიარების, ლ(გ)ბტ ადამიანების შრომით დისკრიმინაციისა და ლგბტი თემის მიმართ დისკრიმინაციის და სტერეოტიპების წინააღმდეგ განათლების გზით ბრძოლის შესახებ.
განახლებული ანგარიში ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია ბმულზე: