„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) გამოსცა ბროშურა „ლესბოსელთა ჯანმრთელობა – მითი და რელობა“. ბროშურა მომზადებულია ILGA-ს (International Lesbian, Gay, Bisexual, Trans and Intersex Association) ქალთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფისა და MWA –ს (Minority Women in Action) მიერ.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ლესბოსელი ქალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს კი გენდერული სტერეოტიპები და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული მცდარი შეხედულებებიც ერთვის თან. ინფორმაციის სიმწირის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების ნაკლებობის გამო, ზოგი სტერეოტიპის გამყარებას ექიმებთან ერთად, თავად ლესბოსელი ქალებიც უწყობენ ხელს.
ბროშურაში შეხვდებით იმ გავრცელებულ იმ მითებს და რეალურ ფაქტებს, რომლებიც საზოგადოებაში ლესბოსელ ქალებთან დაკავშირებით არსებობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ თემებს როგორიცაა მკერდისა და საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნე, აივ–ინფექცია, სგგი და კეთილდღეობა. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ტექსტებს ილუსტრაციებიც ერთვის თან. ბროშურის ელექტრონული ვერსიის სანახავად შეგიძლიათ მიყვეთ ბმულს.
პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ლბტ ქალებს შორის“. პროექტის მხარდამჭერი „კვინა ტილლ კვინა“.