“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) გთავაზობთ სამართლებრივ გზამკვლევს ლგბტ ადამიანებისათვის, სადაც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის გათვალისწინებით განხილულია, თუ რა მექანიზმებით უნდა დაიცვან ადამიანებმა თავი პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციისაგან, როგორ მოიქცნენ პოლიციასთან ურთიერთობის დროს და რა სახის სამართალდარღვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ გარემო-პირობებში.
გზამკვლევი 2015 წელს NED-ის (ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის) მხარდაჭერით, ხოლო 2022 წელს, მისი განახლებული ვერსია - NHC-ის (ნორვეგიის ჰელსკინკის კომიტეტის) მხარდაჭერით მომზადდა.
წაიკითხეთ ან გადმოწერეთ ბმულიდან: გზამკვლევი სამართლებრივ საკითხებზე 2022