“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG) გამოსცა საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი “ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში”. პოლიტიკის დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევას ლგბტ პირთა უფლებების დაცვის კუთხით. კვლევაში ქვეყნის კანონმდებლობა და პრაქტიკა განხილულია სხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში. დოკუმენტში აქცენტი კეთდება თანასწორობის კონსტიტუციურ გარანტიებზე, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე. დასკვნით ნაწილში მოცემულია რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის. დოკუმენტზე მუშაობისას გამოყენებული იქნა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ 2012 და 2014 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგები და საჯარო პოლიტიკის დოკუმენტები, სახალხო დამცველის ანგარიში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და საჯარო დაწესებულებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია.
საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია პროექტ „ლგბტ ადამიანთა სამართლებრივი დახმარების“ ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია NED (National Endowment for Democracy)
დოკუმენტის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ, იხილოთ ლინკზე: ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.