search close
picture

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი

3 დეკემბერი 2024

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომანია. წიგნი იწყება სამი წლის მაიასა და მისი ძმის ჩასვლით სტემპსში, არკანზასის შტატის პატარა ქალაქში, სადაც მათი ბებია ცხოვრობდა და აღწერს პოეტის ცხოვრებას თექვსმეტ წლამდე, როდესაც ენჯელოუ დედა ხდება.

 

ნაწარმოები მოგვითხრობს, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი და ადგილი ავტორმა, რომელიც ერთდროულად იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების სამ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა – იყო „შავკანიანი, ღარიბი და ქალი, თანაც ულამაზო ქალი“. უჩვეულო გულწრფელობითა და დიდი ოსტატობით დაწერილი რომანი ორი წლის განმავლობაში იყო ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერების სიის სათავეში, თუმცა რასიზმის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და სექსუალურობის თემების წინ წამოწევის გამო დღემდე შედის იმ წიგნების ხუთეულში, რომლებიც ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად იკრძალებოდა.

სხვა წიგნები

გათვლა

თამთა მელაშვილი

„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნე...

მიდი, დააყენე დარაჯი

ჰარპერ ლი

დოქტორი ფინჩის ეს სიტყვები რომანში ასახულ პრობლემატიკას განსაზღვრავს. ლეგენდარული  "ნუ მოკ...

მელა მაშინ უკვე მონადირე იყო

ჰერტა მიულერი

"მელა მაშინ უკვე მონადირე იყო"რა ემართება ადამიანურ სამყაროს, როცა ის ტირანიის მსხვერპლი ხდება?...

ტერმინოლოგია