search close
picture განცხადება

ლბტ ქალთა საკითხები ქალთა/გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში

24 ივლისი 2015

23 ივლისს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა წარმოადგინა მის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ლბტ ქალთა საკითხებს ქალთა, ლგბტ საკითხებზე მომუშავე, საერთაშორისო ორგანიზაციების, კვლევითი ინსტიტუტების და ფონდების დღის წესრიგში. ღონისძიებას უმასპინძლა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ.
კვლევის მიზანს პოტენციური სტრატეგიული პარტნიორების გამოვლენა წარმოადგენდა. გამოიკვეთა, რომ გამოკითხულ ქალთა უფლებებზე, გენდერის, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების, ფონდების და კვლევითი ინსტიტუციების უმეტესობისთვის ლბტ საკითხები ამ ეტაპზე ნაკლებ პრიორიტეტულია. ორგანიზაციების უმეტესობას არ აქვს სერვისები, რომლებიც ლბტ ქალთა სპეციფიკას გაითვალისწინებდა, კვლევითი ორგანიზაციები ამ ეტაპზე არ არიან დაინტერესებული კონკრეტულად ლბტ საკითხებზე მუშაობით და არც წარსულში განუხორციელებიათ ამ მიმართულებით კვლევები. თუმცა, კვლევაში მონაწილე ორგანიზაციების უმეტესობამ გამოხატა მზადყოფნას სამომავლოდ თანამშრომლობისთვის.

კვლევა განხორციელდა პროექტის: ლ(გ)ბტ ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება სამხრეთ კავკასიაში (ფინანსური მხარდამჭერი – COC Netherlands) ფარგლებში

მრგვალი მაგიდის მასალები ქართულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: სტრატეგიული პარტნიორობა ლბტ საკითხებზე სამუშაოდ: რეალობა და გამოწვევები