search close
picture განცხადება

იცოდე, შეცვალე, დაიცავი

27 ივლისი 2012

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღედაა გამოცხადებული. საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს. ამ დაავადების მკურნალობა 20 000 ლარზე მეტი ღირს და პაციენტთა უმრავლესობას ამ თანხის გადახდა არ შეუძლია. ბევრი მათგანი 10 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაინფიცირდა და დღეს მათი მკურნალობა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს“ – წერია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მიერ გავრცელებულ პრესს–რელიზში.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით ქსელი კამპანიის მოწყობას გეგმავს, რომლის მიზანია მკურნალობის მომლოდინეთა სიის შედგენა და სახელმწიფოს მიმართ მკურნალობის საპილოტე პროგრამის მოთხოვნის დაყენება.

28 ივლისს თბილისში, გორში, ზუგდიდსა და ბათუმში დაგეგმილია პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა.

საღამოს, 17:00 საატზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ქუჩის აქცია: სიმბოლური გარბენი ბარიერებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პაციენტები და აქტივისტები. გარბენის ფინიშთან მოხდება მკურნალობის მომლოდინეთა სიაზე ხელმოწერების შეგროვება.

პეტიციაციზე ხელის მოწერა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.